ქუთაისში ჰიპო მარკეტი მოეწყო, რომლის მიზანს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება წარმოადგენს.
მარკეტის ორგანიზატორებმა და მასში მონაწილეობის მსურველებმა მონ პლაზირის ტერიტორიაზე გასაყიდად გამოიტანეს ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ფოტოები, მაისურები, ჭიქები ზოოპარკის ბინადრების გამოსახულებებით." ამ ინიციატივას არ ყავს ერთი ავტორი, ეს ბევრი ადამიანის და ორგანიზაციის ერთობლივი სურვილი იყო, გამოგვეტანა გასაყიდად ჩვენს მიერ დამზადებული ნივთები. შემოსული თანხა მთლიანად გადაიგზავნება თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ასევე, ცხოველთა თავშესაფრების დასახმარებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის ჩართვა," -აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, აკაკი საღიანაძემ.
ჰიპო მარკეტის ორგანიზატორები მოქალაქეებს გააქტიურებისკენ და ქველმოქმედებაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები