ახალი ამბები
ქუთაისში ახალი ბავშვთა რაგბის აკადემია და სპორტკომპლექსი გაიხსნება
FaceBook
ქუთაისს ფონდმა ,,ქართუმ" ბავშვთა რაგბის აკადემია, ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები მფლობელობაში გადასცა.
პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, რომელიც სრულად ფონდმა ,,ქართუმ" დააფინანსა. რაგბის ბავშვთა აკადემიის ბაზაზე დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმერეთის მხარის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან, ვიცე გუბერნატორ გრიგოლ დალაქიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ გენადი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა.



ქუთაისის მერის განცხადებით, რაგბის აკადემიის ფუნქციონირება ქუთაისში კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს ახალ თაობას სპორტით. მოხდება მათი მაქსიმალური ჩართულობა და დაინტერესება სპორტის ამ სახეობით.


,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი რისთვისაც მადლობას ვუხდი ფონდ ,,ქართუს" მსგავსი აკადემია ქუთაისში არასდროს ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება სპორტის ამ სახეობით,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერიაში არ იციან რამდენ ბავშვზეა გათვლილი კომპლექსი ან  როდის შევა ობიექტი ექსპლუატაციაში.

რაგბის ახალი ბაზა ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.