სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონს" საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი განახლებული სარეაბილიტაციო ცენტრი "ორიონი" გაიხსნა. სარეაბილიტაციო ცენტრში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში თერაპიული კაბინეტები ამოქმედდა. განახლებული ინფრასტრუქტურა ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს. ასევე, დაგეგმილია ,,ორიონის" მასწავლებელთა გადამზადება პოლონეთის რესპუბლიკაში.
სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონს" საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ცენტრის გახსნას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონრად პავლიკი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩიეშკოვსკი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები