ბაღდათი რაიონის სოფელ როხში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა დღეს 30 იანვარს დილით მოხდა. გავრცელებული
ინფორმაციით,მოზარდი დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე
უცნობია რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც
აცხადებენ , რომ პირველადი დათვალიერებით გვამს არ აღენიშნებოდა
ძალადობის კვალი. საქმე 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე
მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები