სკოლამდელი ასაკის ბავშვების რაოდენობის ზრდის გამო, ქუთაისის ორი
ბაღის გაფართოება იგეგმება.
წელს, კორპუსის მიშენებას მესამე და მეოთხე ბაღის
ფილიალის შენობებს გაუკეთებენ.
სამუშაოები ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 86 000
ლარს კი ქალაქის ხელისუფლება რეგიონალური განვითარების ფონდიდან
ელოდება.
ჯამში, ორი ბაღის შენობისთვის ახალი კორპუსების მიშენებას 210 000
ლარი მოხმარდება.
ქუთაისში, გასულ წლებში 140 აღსაზრდელზე გათვლილი ორი ახალი
საბავშვო ბაღი აშენდა. მიშენება გაუკეთდა რამდენიმე ბაღს.
მასალის გამოყენების პირობები