"აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვის" - ასე ჰქვია
პროექტს, რომელიც ქუთაისის გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი
დეპუტატი, ირაკლი შენგელია ამავე ოლქში მცხოვრებ ახალგაზრედებს
სთავაზობს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის 26 იანვარდან - 31
მაისის ჩათვლით განხორციელდება.
პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ვორქშოპები, სემინარები,
შეხვედრები აქტუალურ თემებზე, რომლებიც მოემსახურება შემდეგ
ამოცანებს:
ადგილობრივი თვითმმართველობის არსისა და საქმიანობის კონკრეტული
ფორმების გაცნობა; აქტიური მოქალაქისათვის საჭირო პრაქტიკული
უნარ-ჩვევების გამომუშავება; მოქალაქის უფლება-მოვალეობებისა და
ადგილობრივი თვითთმართველობის გადაწყვეტილებებში ჩართვის გზების
გაცნობა;
"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის თვალსაზრისით. რამდენად
აქტიური მოქალაქე გვეყოლება იმდენად აქტიური და ძლიერი
თვითმმართველობა იქნება. ძლიერი თვითმმართველობა კი ნიშნავს ქალაქის
მუდმივ წინსვლას და განვითარებას. ამ პროგრამით ჩემი მხრიდან მინდა
წავახალისო და ხელი შევუწყო ახალგაზრდებს. ქალაქის მასშტაბით
მომავალშიც არაერთ აქტივობას შევთავაზებთ ადგილობრივებს. ეს ჯერ
მხოლოდ დასაწყისია", - ამბობს ირაკლი შენგელია.
თუ როგორ მოხდება მონაწილეების შერჩევა დეტალური ინფორმაცია
შეგიძლიათ
ნახოთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები