ახალი #2 სამშობიაროს ექიმები ამავე კლინიკის დირექტორის ირაკლი
მერკვილაძის
დაპატიმრებას აპროტესტებენ.
თანამშრომლები კლინიკაში დაკავებული ექიმის ადვოკატს ალექსანდრე
თათელიშვილს ხვდებიან. ექიმები აცხადებენ, რომ მერკვილაძის დაკავება
უკანონოდ მოხდა.
შეკრებილებს ადვოკატმა განუცხადა, რომ ბრალმდებლის მხარეს
სასამართლოზე არ ჰქონდათ წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები.
თუმცა, ადვოკატის თქმით, მაინც მოხდა ირაკლი მერკვილაძის სასამართლო
დარბაზშივე დაკავება.
მეან-გინეკოლოგი ეკა ჩინჩალაძე აცხადებს, რომ თვითონ ესწრებოდა
ოპერაციას და რაიმე გართულება არ ყოფილა, პაციენტის გარდაცვალება კი
თვითმკურნალობამ გამოიწვია. საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძემ 2012
წლის 7იანვარს ჩაუტარა 21 წლის ვიოლეტა მარტინოვას.
პაციენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, - მას შემდეგ რაც იგი
კლინიკიდან გაეწერა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ახალი მეორე სამშობიარო
საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს
ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამავე თემაზე
საკეისრო კვეთის
შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული
ექიმი
მასალის გამოყენების პირობები