ქუთაისში გადათხრილი ქუჩების რეაბილიტაცია "ესემკას" მერიამ მარტის
ბოლომდე დაავალა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია თითოეულ ნებართვაზე
1 000 ლარით დაჯარიმდება.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფრსის ზვიად ჯავახიას თქმით, ამ
დროისათვის ქუთაისში გზა სულ ასამდე ქუჩაზეა გადაჭრილი.
"მარტის ბოლომდე ყველა ქუჩა, სადაც წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოხდა
და შემდეგ გზა არ დაიგო მოწესრიგდება, ეს მერიამ დავალდებულა
კომპანიას," - აცხადებს ჯავახია.
ქალაქის გზის სავალი ნაწილის გადაჭრა წყლის სისტემის მოწესრიგების
გამო გადაიჭრა. თუმცა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ
გზის საფარს მოუწერგიბელი რჩება. სწორედ, ამის მოწესრიგება დაავალა
ქალაქში წყლის სისტემის მოწყობაზე პასუხიმგებელ უცხოურ ( თურქულ)
კომპანიას მერიას.
თუ როგორ გამოიყურება ათაობით გადათხრილი ქუჩა ქალაქში
ნახეთ
ფოტორეპორტაჟი.
ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი 2018 წელს უნდა
დასრულდეს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში გადათხრილი ქუჩების რეაბილიტაციას "ესემკას" მერია
დაავალდებულებს
"ორმოების ქალაქი" (ფოტო)
"გადათხარეს და მიატოვეს" - ქუთაისში მოსახლეობა "წყალში ცურავს"
მასალის გამოყენების პირობები