ქუთაისის მერიაში კონკურსის შედეგად შერჩეულ 5 სამსახურის უფროსს 26
იანვარს წარადგენენ.
სამსახურის უფროსებს ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია დაასახელებს.
ახალი ხელმძღვანელები ადმინისტრაციულ, ინფრასტრუქტურის, საფინანსო,
ეკონომიკურ და საბინაო სამსახურს ეყოლება.
რეორგანიზაციის ფარგლებში პოსტები შეინარჩუნეს სამხედრო და სოციალურ
საკითხთა სამსახურების უფროსებმა. ზედმხედველობის სამსახურს კი
ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი, ზვიად ჯავახია
ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება არქიტეტქურის სამსახურის უფროსს, ქუთაისის მერიაში
ამბობენ, რომ ამ პოსტზე
კონკურსი გამოცხადდება.
ქუთაისის მერიამ ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი 2017 წლის 15 დეკემბერს
გამოაცხადა.
რეორგანიზაციის ფარგლებში მერიაში
გაუქმდა კულტურის სამსახური. არქიტექტურისა და
ზედამხედველობის სამსახური კი გაიყო.
ამავე
თემაზე:
„ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდება“-გიორგი ჭიღვარიას
პირველი სამუშაო დღე
ქუთაისის
მერიაში არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური
გაიყოფა
მასალის გამოყენების პირობები