ახალი ამბები
მუსიკალური და ვიდეო ეფექტებით - მილიონნახევრიანი შადრევანი წყალტუბოს წლის ბოლოს ექნება
FaceBook
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, ერთ თვეში დაიწყება.

საუბარია, ძველ სამ აუზიან შადრევანზე, რომელიც ახალი პროექტის მიხედვით, მუსიკალური, დინამიური ჰიდროსისტემითა და ფერადი განათებებით უნდა მოეწყოს. შადრევანის ორ მცირე აუზში ნატვრის ხის ქანდაკებები ჩაისმება, ხოლო დიდ აუზზე შესაძებელი იქნება წყლის ფარდაზე 3 D ვიდეო-შოუს ჩვენება.

წყალტუბოს მერიაში ამბობენ, პროექტი კორექტირებას საჭიროებდა, რის გამოც, მისი განხორციელება  2017 წელს ვერ მოხერხდა.

შადრევნების რეაბილიტაციის პროექტი ხელახლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საზედამხედველო კომპანიის ,,ემპტისა"-ს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

მათი ინფორმაციით, შადრევნის რეაბილიტაცასთან ერთად პარკში საზოგადოებრივი საპირფარეშოც მოეწყობა.

წყალტუბოში შადრევნის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობისთვის მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

"მზადდება ტექნიკური დოკუმენტაცია და სამუშაოების განხორციელებაზე ორ თვეში გამოცხადდება ტენდერი. ეს იქნება დახურული ტიპის შადრევანი, სადაც წყლის სვეტებში შეეძლება ადამიანს გავლა. სანახაობრივად ულამაზესი იქნება და პირველი თუ არა, ბათუმის შემდეგ, რიგით მეორე საქართველოში," - ამბობს წყალტუბოს მერიისზედამხედველობის სამსახურის უფროსი მალხაზ ჩხეიძე.



ამავე თემაზე: 

1 300 000 - მდე ღირებულების შადრევანი წყალტუბოში - მუსიკალური და ვიდეო ეფექტებით

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.