იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძისა და მისი პირველი
მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის სარგებლობაში არსებული
ავტომანქანის სანომრე ნიშნები IM-041-GD-თა და GD-041-IM-ით
შეიცვალა.
შეცვლამდე კი, იმერეთის გუბერნიის მაღალჩინოსნების ნომრები
"ტოიოტა ლენდკრუიზერ 200"-ის
MAL898
და "ტოიოტა პრადო"-ს
QZQ755 იყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენია სახლია"ს წარმომადგენლები
ავტომანქანების სანომრე ნიშნების შეცვლას პოლიტიკურ აგიტაციას უწოდებს
. ისინი აცხადებენ, რომ ამ კუთხით თანხების ხარჯვა არამიზნობრივად
მოხდა.
"საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი მათ ავალდებულებთ, რომ
იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები, რაც დარღვეულია. სტანდარტულად
სანომრე ნიშნის ცვლილება 70 ლარი ღირს, ამ შემთხვევაში ორ მანქანაზე
250 ლარია დახარჯული", -ამბობს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარე,
თორნიკე ბარათაშვილი.
სახელმწიფო-რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი, გოჩა გაბუნია
ირწმუნება, რომ ამას პოლიტიკურ აგიტაციასთან არანაირი კავშირი არ
აქვს. მისი თქმით, სახელმწიფო სანომრე ნიშნების ცვლილება
იმერეთის რეგიონში სხვადასხვა დროს სტიქიის პირობებში ავტომანქანების
გადაადგილებისას სანომრე ნიშნების დაკარგვამ გამოიწვია.
"041 არ არის პოლიტიკური ციფრი, პოლიტიკურია 41. ეს ნომრები
შემთხვევით შეირჩა", - ამბობს გოჩა გაბუნია.
საერთო ჯამში სანომრე ნიშნების შეცვლაზე 250 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები