ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამარშუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ.
"დილით ბაღდათიდან ქუთაისში მოვდიოდი, მაგრამ მძღოლმა ჩამოგვსვა
ბაღდათის ცენტრში. ყველა მძღოლი გაფიცული არის და მეც უნდა
შევუერთდეო. თუ რატომ გაიფიცნენ მიზეზი არ უთქვამს, მხოლოდ ის თქვა,
რომ სოფელ დიმში არიანო და იქ მივდივარო", - ამბობს ჩვენთან
საუბარში მგზავრი, რევაზ ბურჯალიანი.
არსებული ინფორმაციით, გაფიცვის დროს ქუთაისი-ბაღდათის მიმართულებით
მოძრავი სამარშუტო ხაზის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება
მოხდა. რის გამოც, ისინი პოლიციაში არიან გადაყვანილი.
ბაღდათი-ქუთაისი სამარშუტო ხაზები კერძო კომპანიის დაქვემდებარებაში
არიან, სადაც აცხადებენ, რომ დღეს დილით ქუთაისი-ბაღდათის სამარშუტო
ხაზზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცვის მთავარი მიზეზი
კი, მათ შორის მომხდარი დაპირისპირაბა გახდა.
"ქუთაისიდან ბაღდათის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ხაზის მძღოლების
თქმით, დაპირისპირების მიზეზი სამუშაო გრაფიკის არევა გახდა, რის
გამოც მათ მუშაობა გააჩერეს. ამიტომ მიმდინარეობს გაფიცვა და ამ
დრომდე მუშაობა არ აღდგენილა" - აცხადებს სამარშუტო ხაზების მფლობელი
კერძო კომპანიის დირექტორი, დავით კიკნაველიძე.
მისი თქმით, ამ დრომდე ისინი პოლიციის შენობაში რჩებიან, ხოლო
ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა.
მასალის გამოყენების პირობები