გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 იანვარს ქუთაისში თბილი და უნალექო
ამინდი შენარჩუნდება. თუმცა, გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების
ქარი 17-22 მ/წმ-ში.
"24 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა,
მაღალ მთაში კი მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და
მოსალოდნელი 5- 9 გრადუსი სითბო", - ამბობს გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი დასავლეთ
საქართველოში 25 იანვარსაც შენარჩუნდება. 25 – 28 იანვარს
საქართველოში მოსალოდნელია ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +1, +6
გრადუსამდე დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები