ამერიკაში გარდაცვლილი ექიმის ოჯახი, ქუთაისში,
კოსტავას ქუჩაზე ცხოვრობს.
თუმცა, ადროისთვის ისინი ქალაქში არ იმყოფებიან.
მეზობლები კი, გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ,
რომ იგი ამერიკაში წლების წინ წავიდა.
"გუშინ გავიგეთ საშინელი ამბავი რომ ამერიკაში მოგვიკლეს. არ ვიცით
ზუსტად რა მოხდა, ვინ მოკლა არაფერი ვიცით. დიდი ტრაგედია დატრიალდა.
ცოლ-შვილიც ამერიკის მოქალაქეები იყვნენ", - განაცხადა გარდაცვლილის
მეზობელმა გია ბერეკაშვილმა.
ქუთაისელი ექიმი დავით კანდელაკი 17 იანვარს ამერიკაში
მეგობართან ერთად მოკლული იპოვეს.
უცხოური გამოცემების დაყრდნობით, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსასვენებლად თანხს აგროვებენ.
Gofundme.com
- ზე დაყრნობით ამ დროისათვის 6 190 დოლარი შეგროვდა.
დავითი ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 წლის წინ ჩავიდა. მიმდინარე
წლის 17 იანვარს ის ქალაქ ლუსვილში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებულ ერთ-ერთ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. მას
ახალგაზრდა მეუღლე და ორი წლის ორი ტყუპები დარჩა.
ამავე თემაზე:
ამერიკაში ქართველი ექიმი ბინაში მოკლული იპოვეს
ამერიკაში მოკლული ქუთაისელის გადმოსასვენებლად
თანხას აგროვებენ
მასალის გამოყენების პირობები