ხარაგაულში, თერთმეტი დღის წინ, დაკარგული 28 წლის
მამაკაცის სამძრებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში სამძებრო სამუშაობს
ოთხი ჯგუფი ახორციელებს. 28 წლის მამაკაცის ძებნა მდინარე ყვირილაში,
ძირულასა და დუმალაში მიმდინარეობს.
"სამუშაოებში ჩაერთვნენ მყვინთავებიც, რომლებიც მდინარეში აქტიური
სამძებრო სამუშაობს ახორციელებენ. მოხდა ზესტაფონის კაშხლის დაცლაც იმ
იმედით, რომ შესაძლოა იქ მიეკვლიათ", - აცხადებენ სახანძრო-სამაშველო
სამსახურში.
ხარაგაულში 28 წლის მამაკაცი 9 იანვარს
გაუჩინადა. ახლობლები თქმით, ის სახლიდან ნასვამი გავიდა და
სავარაუდოდ, მდინარე დუმალაში გადავარდა, რადგან ქურთუკი, რომელიც
დაკარგულს ეცვა მდინარის ნაპირზე იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები