ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისის" და "დანკინ დონატსის"
ერთ-ერთი ფილიალის გახსნა ქუთაისში აპრილის ბოლოს იგეგმება.
ამის შესახებ, "ქუთაისიპოტს" რესტორნების ქსელის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს. მათი თქმით, რესტორნის
მშენებლობაზე სამუშაოები მიმდინარეობს და ვენდისთან ერთად შენობაში
"დანკინ დონატსიც" განთავსდება.
"დაგეგმილი გვაქვს აპრილის ბოლოს ქუთაისში რესტორნის გახსნა,
მიმდინარეობს სამუშაობი" , - განმარტავს ჩვენთან საუბარში რესტორნების
ქსელის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რუსუდან კბილაშვილი.
მისი თქმით, რესტორანში ძირითადად ადგილობრივები დასაქმდებიან.
"ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი
სტრატეგიაა. რა თქმა უნდა, "ვენდისი" და "დანკინ დონატსის" რესტორნაში
ადგილობრივი კადრებს დავასაქმებთ", - ამბობს რუსუდან კუბლაშვილი.
ქუთაისში "ვენდისის" და "დანკინ დონატსის" რესტორანი
2015 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა
სამუშაობი რამდენჯერმე შეჩერდა.
ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისის" ორსართულიანი შენობა,
ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
შენებლობას შპს "დიზაინ ბიურო" ახორციელებს "ვისოლ ჯგუფის" დაკვეთით,
რომელთანაც 2012 წელს ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა გააფორმა
ხელშეკრულება.
მასალის გამოყენების პირობები