საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით პირველ ადგილს რუსეთი,
მეორე ადგილს იტალია, ხოლო მესამე ადგილს საბერძნეთი
იკავებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017
წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების
ნაკადების მოცულობამ 138.4 მლნ აშშ დოლარი,შეადგინა რაც 16.3
პროცენტით (19.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის დეკემბრის
ანალოგიურ მაჩვენებელზე. (2016 წელს საქართველოში იანვრის თვეში
შემოსული გზავნილების რაოდენობამ ჯამში 19 მლნ ლარი შეადგინა)
2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 39 მლნ,
იტალიიდან 13 მლნ, ხოლო საბერძნეთიდან 12 მლნ ამერიკული დოლარი
გადმოიგზავნა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი
გზავნილების 92.4 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის,
საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს
გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი
გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.
2017 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.8 მლნ აშშ დოლარი
(51.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.2 მლნ აშშ დოლარისა (48.3
მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.
მასალის გამოყენების პირობები