ქუთაისის ვიცე-მერმა, ნინო თვალთვაძემ, არასამთავრობო სექტორს ქალაქის
2018 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო.
მისი თქმით, ბიუჯეტში მთავარ პრიორიტეტებს სოციალური და
ინფრასტრუქტურული მიმართულებები წარმოადგენს.
"სოციალური მიმარულებით დავამატეთ რამდენიმე ახალი პროგრამა, რომელიც
მარტოხელა მშობლების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე შშმ
სტუდენტების, რომლებიც ქუთაისში არიან რეგისტრირებული. ბიუჯეტში
გავითვალისწინეთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებიც" ,
-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ვიცე-მერის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში ადგილობრივი
თვითმმართველობა 3 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის
განხორციელებას გეგმავს. ესენია: ბალახვანში 100 საფეხურიანი კიბის,
თეთრი ხიდისა და გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია.
მიმდინარე კვირაში მერია ბიუჯეტის პროექტის გაცნობის მიზნით
მოსახლეობასაც შეხვდება.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოსახლეობასა და დაინტერესებულ
ჯგუფებთან ბიუჯეტის პროექტის
სრულყოფილად მიტანას ვერ შეძლებს, რადგან
ბიუჯეტის დამტკიცებამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება, მერიამ
კი პროექტის საზოგადოებისთვის გაცნობა დღეს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები