ქუთაისში ღია ცის ქვეშ კინომოყვარულები ფილმებს ვეღარ უყურებენ.
მიზეზი ის გახლავთ, რომ ეკრანი, რომელიც სააახალწლო
კინოჩვენებებისთვის ქუთაისში, მონ პლეზირის თაღთან განათავსეს 15
იანვარს დააზიანეს.
მერიის კულტურის სამსახურში განმარტავენ, ეკრანი, სავარუდოდ უცნობი
პირების მიერაა დაზიანებული. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე ქუთაისის
მერიამ უკვე საჩივარი დაწერა.
"მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა უკვე მიმართა პოლიციას და
საქმეზე დაიწყება გამოძიება. სამწუხაროა, რომ მოქალაქეები თავისივე
თავს აზიანებენ ამ ფორმით", - ამბობს მერიის კულტურის სამსახურის
წარმომადგენელი, თამთა თურმანიძე. მისივე თქმით, სავარაუდოდ,
მერია ახალ ეკრანს შეიძენს.
ქუთაისში ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები ქუთაისის მერიის კულტურის
სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა დროს ეწყობოდა და დიდი
პოპულარობითაც სარგებლობდა.
ამავე
თემაზე:
მიყვარს, მაგონდება,გული მწყდება - ქუთაისში კინოჩვენებები ფელინის
"ამარკორდით" დასრულდება
მასალის გამოყენების პირობები