ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 12 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის
ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
სკვერებში გარე განათება, ძელსკამები, ფეხით მოსიარულეთა ბილიკები,
გამწვანება, შადრევნები, გაზონები უნდა მოეწყოს.
"კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბაში არსებულ სკვერებს.
ბაღებში ინვენტარი განთავსება, დაიდგმება ბავშვების გასართობი
ატრაქციონები და მოწესრიგდება ინფრასტრუქრტურა," - განმარტავს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკო თოფურიძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკვერების რეაბილიტაციისა და
კეთილმოწყობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3
ათას 50. ლარის ღირებულების ტენდერი (170013448) 2017 წლის 27
ნოემბერს გამოცხადდა.
საპროექტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში ი.მ
ზვიად გოგოლაძემ გაიმარჯვა, რომელმაც პროექტი მიმდინარე წლის მარტამდე
უნდა წარადგინოს.
ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე
მნიციპალილტეტი რეგიონული განვითარების ფონდთან დაფინანსების მიზნით
აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ე.წ. "დევების სკვერის," ჩოხოსნების,
ევგენი ხარაძის სახელობის, თამაზ კიკნაძის, ვეფხვია ღონღაძისა და 9
აპრილის სახელობის სკვერი, ასვე 9 აპრილის ქ. N15-ში, ცენტრალურ
პარკთან, პოლიციის შენობასთან, სპორსკოლასა და ეკლესიასთან მდებარე
სკვერების რეაბილიტაცია იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები