საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად ქუთაისში, დასავლეთ
საქართველოს სამედიცინო ცენტრში სახელმწიფო დროშა აღმართეს.
დროშა საავადმყოფოს ეზოში ექიმებმა აღმართეს და ეროვნულ ჰიმნიც
შეასრულეს.
"სახელმწიფო დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია უკვე საქართველოს
რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ბუნებრივია ეს შედგა ქუთაისშიც. გილოცავთ
ამ დღეს ყველას და გისურვებთ რომ ამ ეროვნულმა ასე ამაყად იფრიალოს,
ევროკავშირსა და ნატოში", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი,
თენგიზ ფხალაძე.
ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა, კიდევ ორ ეროვნულ სიმბოლოსთან გერბთან
და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე იქნა
შემოღებული, რომელიც ძალაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან
შევიდა. სახელმწიფო დროშის დღე კი
პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები