საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ჭიათურის
სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლებმა 87 წლის ქალბატონი
ცეცხლმოკიდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს.
უფროსი მეხანძრე-მაშველი ზაზა მოცრაძე და უფროსი ინსპეტქორი გურამ
მუმლაძე ზესტაფონიდან ჭიათურის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა
დროსაც სოფელ ზედა საქარაში ერთ-ერთ სახლში ცეცხლი შენიშნეს.
მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს ზესტაფონის განყოფილების
მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი თავად კი ცეცხლმოკიდებული სახლიდან
მოხუცებული ქალბატონი უვნებლად გამოიყვანეს. მეხანძრე-მაშველების
სწრაფი რეაგირების შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი დროულად იქნა
ლიკვიდირებული.
მასალის გამოყენების პირობები