წყალტუბოს მუნციპალიტეტმა მერიისა და საკრებულოს ავტომანქანების
ტექნიკური მომსახურებაზე ტენდერი (
NAT180000249)
გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურებაში 100 800 ლარი
დაიხარჯება.
სახელმწიფო შესყიდვა მიმდინარე წლის რვა იანვარს გამოცხადდა და
წინადადებების მიღება ამავე წლის 18 იანვარს დასრულდება. მიმწოდებელმა
მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს.
პრეტენდენტს 2015-2016-2017 წლების განმავლობაში ანალოგიური
მომსახურების (ავტო ტექ.მომსახურება) გაწევის გამოცდილება უნდა
გააჩნდეს. ასევე, საკუთრებაში ან სარგებლობაში ჰქონდეს ავტო
ტექნიკური მომსახურების ობიექტი.
სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა უნდა იყოს
არანაკლებ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები