ქუთაისში, ხანანაშვილის ქუჩაზე გადაცვლილი მამაკაცის ფაქტზე გამოძიება
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
სასტუმროს მშენებლობაზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დღეს დაიღუპა.
ობიექტზე დასაქმებულები ჰყვებიან, რომ მამაკაცი ჯერ ცუდად გახდა, რის
შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
"სულ ერთი დღეა ვიცნობ. მუშაობის დროს ცუდად გახდა. სასწრაფოს
გამოვუძახეთ, მაგრამ ვერ მოუსწრო. გარდაცვალების მიზეზად კი გულის
ინფარქტი დაასახელეს. სხვა მეტი არ ვიცით არაფერი", - ამბობს
მშენებლობაზე ერთ-ერთი დასაქმებული.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის სამსახურში განგვიმარტეს, რომ
გამოძახება დღის 14:26 საათზე დაფიქსირდა, ხოლო სასწრაფო დახმარების
ბრიგადა გამოძახებიდან 11 წუთში მივიდა. თუმცა, მუშებისგან
განსხვავებით, სამსახურში არ ადასტურებენ, რომ მათი მხრიდან სიკვდილის
მიზეზის დადგენა მოხდა.
"ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. მეტის თქმა არ შეგვიძლია.
გარდაცვალების მიზეზის დადგენა ექსპერტიზის პრეროგატივაა", -
განმარტავენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე დანიშნულია
შესაბამისი ექსპერტიზა, რომლის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი
დადგინდება.
მასალის გამოყენების პირობები