ქუთაისში კუპრაძის ქუჩაზე არსებული სასურსათო მაღაზია ორმა მძარცველმა
გატეხა.
შემთხვევა ხუთი დღის წინ მოხდა. როგორც დაზარალებულის მეზობელი
ამბობს, მძარცველებმა მაღაზიის გაქურდვა ვერ მოასწრეს, რადგან
სიგნალიზაცია ჩაირთო.
"ფულისა და პროდუქტების წაღებას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს,
მალევე მოვიდა პატრული და ქურდები დააკავეს," - ამბობს თვითმხილველი
გურამ კილაძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძარცველები
სამართალდა,ცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება 177 - ე
ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები