ახალი ამბები
ოლიმპიური ცეცხლი იმერეთშია
FaceBook
ოლიმპური ცეცხლი იმერეთის რეგიონში 25 ივნისამდე დარჩება.

ოლიმპიური ცეცხლი იმერეთშია, რეგიონში ესტაფეტა საჩხერის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. ჩირაღდანი საზეიმო ვითარებაში პირველად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ აანთო, შემდეგ კი ეტაპობრივად დანარჩენ ხუთ მეჩირაღდნეს გადაეცა. დანიშნულების ადგილამდე ოლიმპიური ცეცხლი ბოლო მეჩირაღდნემ, მსოფლიოს ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ მიიტანა.
ცეცხლს საჩხერეში ადგილობრივი მცხოვრებლები დახვდნენ, რომლებსაც ისტორიული მოვლენა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული სამყაროს წარმომადგენლებმა მიულოცეს. ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარიაც ესწრებოდნენ.
ოლიმპიურ ცეცხლს საჩხერეში, თბილისში სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო, შავი ლენტებით დახვდნენ, ასევე გაუქმდა საზეიმო კონცერტიც, რომელიც მუნიციპალიტეტში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.
საჩხერის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება. ოლიმპური ცეცხლი იმერეთის რეგიონში 25 ივნისამდე დარჩება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
კონსტანტინე არველაძე, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ერთ
თვეზე მეტია, ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
11:01 / 02.04.2025
კონსტანტინე არველაძე, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ერთ თვეზე მეტია, ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ქუთაისის მერია, მიმდინარე წლის თებერვალში მოსული თოვლის შედეგად,
დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციას
გამარტივებული შესყიდვის (ანუ ერთპირთან მოლაპარაკება) გზით
განახორციელებს.
10:39 / 02.04.2025
ქუთაისის მერია, მიმდინარე წლის თებერვალში მოსული თოვლის შედეგად, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციას გამარტივებული შესყიდვის (ანუ ერთპირთან მოლაპარაკება) გზით განახორციელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.