ქუთაისში ღვარსადენების გაჭედვის მიზეზი უხვი ნალექის გარდა,
მოსახლეობის მიერ ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხდება.
"ზოგ ადგილებში არის იმის პრობლემა რომ წყალი ვერ გაედინება უხვი
ნალექის დროს, ამის მაგალითია მდინარე ოღასკურა. თუმცა არაერთი
შემთხვევაა, როცა ღვარსადენი წყალს ვერ ატარებს მასში ჩაყრილი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამო, ანუ გაჭედვის ერთ-ერთი მიზეზი
ჩაყრილი ნაგავია," - ამბობს ააიპ "სპეციალური სერისების"
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი
მჟავანაძე.
სანიაღვრე ქსელიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები დღეს დავითი და
კონსტანტინეს ქუჩაზე ამოიღეს. გაწმენდითი სამუშაოს შემდეგ ქუჩაზე აღარ
დგას წყალი.
დავითი და კონტსტანტინეს ქუჩის მსგავსად, წერეთლისა და ფოთის ქუჩაც
გაიწმინდა. ააიპ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენლები მოქალაქეებს
მოუწოდებენ, რომ ღვარსადენში ნარჩენები არ ჩაყარონ, რადგან ასეთი
ქცევა არაეთიკურია.
"ამით პრობლემა ისევ მოქალაქეებს და ქალაქს ექმნებათ და არის
არამოქალაქეობრივი ქმედება," - ამბობენ ააიპ "სპეციალურ
სერვისებში."
ქუთაისში წვიმის სახით მოსული ნალექის გამო ღვარსადენის ქსელის
გაწმენდით სამუშაოები დილიდან დაიწყო. ააიპ "სპეციალური სერვისების"
თანამშრომლებისთქმით, პრევენციის კუთხით ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა
უბნებშიც გრძელდება მუშაობა.
ქალაქში გადაუღებელი წვიმის შედეგად დღეს ავტომშენებლის ქუჩის ნაწილი
დაიტბორა.
ქუთაისში 5 იანვრის საღამოდან ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.
მასალის გამოყენების პირობები