ქუთაისში გადაუღებელი წვიმის შედეგად ავტომშენებლის ქუჩის ნაწილი
დაიტბორა.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, ფეხით
და მანქანით მოსიარულეები გადადგილებას ვერ ახერხებენ.
"არ გადის არსად წყალი, დგება გზებზე და გასვლას ვერ ვახერხებთ. წვიმს
გადაუღებლად გვეშინია სარდაფებშიც არ ჩავიდეს", - ამბობენ
ადგილობრივები.
ააიპ "სპეციალური სერვისების" სამსახური. სადაც აცხადებენ , რომ
ქალაქში წვიმის გამო ამ დრომდე სერიოზული პრობლემა არ შექმნილა. "
ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში, მოხდა წერეთლის და ფოთის ქუჩებზე
ღვარსადენების გაწმენდა, სადაც შედარებით ცხელი წერტილები გვქონდა,
თუმცა ამ დრომდე რაიმე სრიოზული შემთხვევა არ დაფიქსირებულა", -
აცხადებენ ააიპ სპეციალურ სერვისებში.
ქუთაისში 5 იანვრის საღამოდან ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.
ავტომშენებლის პირველი შესახვევი
მასალის გამოყენების პირობები