ქუთაისში რიონის სანაპიროზე ახლადაშენებული, კაფე "არგო" თვის ბოლომდე
გაიხსნება.
ადგილზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. კაფეს პეროსონალი შენობას
აწესრიგებს.
"თვის ბოლომდე აუცილებლად გავიხსნებით", - ამბობენ ადგილზე.
ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტრიტორიაზე "არგოს" მშენებლობა 2016 წლის
გაზაფხულზე დაიწყო. სამეფო რეზიდენციაში კაფის მშენებლობას მაშინ
საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.
ადგილი, სადაც "არგო" აშენდა, ქუთაისის მერიამ შპს "ანასტასიას" 2016
წელს, სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაში გაუცვალა, სადაც
"ანასტასია" სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა.
ქალაქის ცენტრში 417 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცლოდ, შპს "ანასტასიამ"
300კვ.მ ფართი მიიღო, რაშიც ფირმამ წლიური იჯარა, 6 600 ლარი უნდა
გადაიხადოს.
მშენებლობის უკან იმთავითვე მოიაზრებოდა მეხუთე მოწვევის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე და ახალი საკრებულოს თავმჯდომარე,
ნიკა ლატარია.
რამდენიმე დღეში
"არგოს" გახსნას გამოეხმაურა არასამთავრობო
ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, გია გოქაძე,
რომელიც სამეფო რეზიდენციაში კაფეს მშენებლობის წინააღმდეგი იყო. გია
გოქაძემ ქალაქის მერს, გიორგი ჭიღვარიას მოუწოდა გადახედოს "არგოს"
მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერებას.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში
"არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება
დაიწყო
ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს
აანონსებენ
ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას
ავრცელებს
ნიკა
ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"
"არგოს"
მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი
ერთკვირიან ვადას აძლევს
როგორი იქნება კაფე-ბარი
"არგო"
(ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები