ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსების ვაკანტურ ადგილებზე გასაუბრება 9 იანვარს ჩატარდება
FaceBook
ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსებისთვის გამოცხადებულ ვაკანისიებზე კანდიდატებთან გასაუბრება ცხრა იანვარს გაიმართება.

მერიის ინფორმაციით, სამსახურების ახალი უფროსები გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში დაინიშნებიან.

მერიამ კონკურსი სულ ხუთი სამსახურის უფროსის პოსტზე გამოაცხადა. ახალი უფროსები მერიის ადმინისტრაციულ; ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების; ეკონომიკური განვითარების, ქონებისა და ტრანსპორტის; საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების და საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურებს ეყოლება.

ქუთაისის მერიაში კონკურსი უკვე დასრულდა სპეციალისტებისთვის. კონკურსის გარეშე დაინიშნენ  ხუთი ააიპისა და ერთი შპს-ს ახალი ხელმძღვანელები.

ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში ადგლობრივი თვითმმართველობა უკვე დატოვა 32-მა თანამშრომელმა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, შემცირდა ის შტატები, რომლებიც ეფექტურად ვერ მუშაობდნენ. გარდა ამისა, მისივე თქმით, ხელშეკრულებით აყვანილთა რაოდენობა, მერიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 12% იყო, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ კანონს" ეწინააღმდეგებოდა და ეს მაჩვენებელი 10%-ზე უნდა ჩამოვიდეს.

რეორგანიზაციის გეგმა ქუთაისის საკრებულომ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც საკითხის გადადებას ითხოვდა, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა და განყოფილებად გადაკეთდა  კულტურის სამსახური, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური კი ორად გაიყო. 

მერიაში პოზიციები შეინარჩუნეს ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ზვიად ჯავახიამ, რომელიც არქიტექტურის სამსახურის უფროსად დიანიშნა, ასევე, სოციალურ საკითხთა და სამხედრო სამსახურების უფროსებმა. ისინი იგივე პოზიციებზე დარჩნენ. მერიაში დარჩა კულტურის სამსახურის უფროსიც, ვაჟა ჯუღელიც, რომელიც განყოფილებად გადაკეთებული  კულტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

რეორგანიზაციის ფარგლებში, ქუთაისის მერმა მრჩევლების რაოდენობაც შეამცირა და ექვსიდან მხოლოდ სამი მრჩეველი დაიტოვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.