ახალი ამბები
ქუთაისის მერს რჩევებს ყოფილი მერის მრჩევლები მისცემენ
FaceBook
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ სამი მრჩეველი დაინიშნა.  სამივე მათგანი ქალაქის ყოფილი  მერის, შოთა მურღულიას მრჩევლები იყვნენ.
ერთ-ერთი საოპერო მომღერალი ლაშა ნიქაბაძეა, რომელიც  გიორგი ჭიღვარიას რჩევებს კულტურის დარგში გაუწევს. ზურაბ ხურციძე -  არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში, ხოლო მამუკა კუბლაშვილი ქალაქის  მერთან  პროექტების მიმართულებით იმუშავებს.

კუბლაშვილი და ხურციძე ქუთაისის მერის მრჩევლების პოზიციაზე 2015 წლიდან არიან. ამჟამად, ორივე მათგანს შრომითი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძილვდათ. ლაშა ნიქაბაძე კი, რომელიც მერის მრჩევლად გასული წლის მაისში დაინიშნა, გიორგი ჭიღვარიას რჩევებს მხოლოდ მიმდინარე წლის მაისამდე გაუწევს.

ქუთაისის მერის მრჩევლების პოსტები ოთარ ჩიხლაძემ, მამუკა ჭონიშვილმა და თემურ ლანჩავამ დატოვეს.

მრჩევლების რაოდენობის შემცირების შესახებ ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ პირველად ქუთაისიპოსტის სტუდიაში, შემდეგ კი
საკრებულოს ბოლო სხდომაზე განაცხადა.

ქუთაისის მერიაში მრჩევლის პოზიციებზე ექვსი მრჩეველი ყოფილი მერის, შოთა მურღულიას დროს დაინიშნა. მათი ანაზღაურება 960 ლარია.









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.