ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა კონცერტისთვის სცენის
მონტაჟი მიმდინარეობს.
ღონისძიება 31 დეკემბერს საღამოს 10 საათზე დაიწყება და დაახლოებით
სამი საათი გაგრძელდება.
ქუთაისისი მერიის კულტურის განყოფილების ინფორმაციით, წელს საახალწლო
კონცერტზე ათი გამომსვლელი იქნება. უმეტესობა მათგანი ადგილობრივი
შემსრულებლები იქნებიან.
გალა კონცერტს დიჯეი ზაპა გახნის, რის შემდეგაც სცენას ჯგუფი
"განგაში" და რეპერი პაჯო დაიკავებენ. ახალი წლის ღამეს, ასევე
იმღერებენ მიმი ჯავახიშვილი, თიკო გრძელიშვილი, ანი შუბითიძე და თამარ
ლაჭყებიანი. ასევე, სცენას დაიკავებს ჯგუფი "Funkstation".
საღამოს ანსამბლი "მეტეხი" გააგრძელებს, გალა კონცერტს კი ჯგუფი "ოჩოს
ქოხი" ერთსაათიანი პროგრამით დაასრულებს.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართულ საახალწლო ღონისძიებას აკაკი
ანდღულაძე გაუძღვება.
გალაკონცერტისთვის სცენის, განათებისა და გახმოვანების აპარატურის
დამოტნაჟებისთვის ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი
გამოყო.
კონცერტი ფეიერვერკით დასრულდება, რაზეც მერიამ 13 000 ლარად
შეფასებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, გამარჯვებულ
კომპანია "ქოლორფულ სფირითსთან" ხელშეკრულება, საბოლოოდ, 5 040 ლარზე
გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები