იმერეთის რეგიონში წყლის გადასახადი არ გაიზრდება.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში (სემეკი) უთხრეს.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის
თქმით, იმერეთის შემთხვევაში ტარიფი არ დაუთვლიათ, რადგან
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მხრიდან,
რომელიც ამ რეგიონს ამარაგებს, სატარიფო განაცხადი სემეკში ჯერჯერობით
არ შემოსულა.
"გადასახადი იზრდება "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის აბონენენტებისთვის",
რომელიც თბილისში ოპერირებს, "მცხეთის წყალისთვის", რომელიც მცხეთაში
მუშაობს და "რუსთავის წყალისთვის", რომელიც რუსთავშია. რაც შეეხება
იმერეთს, ამ წელს არაფერი არ იგეგმება", - ამბობენ
პრესსამსახურში.
სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მცხოვრები
აბონენტებისთვის გაზრდილი ტარიფების მოქმედების ვადა 2018 წლის
პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები