ახალი ამბები
„მიმდინარეობს ფინანსური რესურსების მოძიება გენგეგმისთვის“ – ნინო თვალთვაძე
FaceBook
ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ქალაქის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, მიმდინარეობს გენგეგმის შემუშავებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება.

"არსებობს გარკეული რესურსები, როგორც სამთავრობო, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსები კოორდინირებულად იყოს გამოყენებული საბოლოო მიზნის მისაღწევად. სამუშაო პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები", –განაცხადა ნინო თვალთვაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ვიცე–მერის თქმით, წინა ხელისუფლების მიერ ამ მიზნით 400 000 ლარამდე უკვე მოზიდულია. თუმცა, ეს თანხა საკმარისი არ არის.

"არსებობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც არის გარკვეული თანხა მობილიზებული, თუმცა, ეს არის მხოლოდ ერთ–ერთი სეგმენტისთვის საკმარისი. ჯამში რა რაოდენობის თანხა გვჭირდება, ამაზე შევჯერდებით", – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

თანხაზე, რაზეც ახლა ნინო თვალთვაძე საუბრობს, ორი თვის წინ განმარტებები ქალაქის ყოფილმა მერმა, შოთა მურღულიამ ქუთაისიპოსტის სტუდიაში გააკეთა. მურღულიამ მაშინ განაცხადა, რომ გენგეგმის შესამუშავებდლად ახალ გუნდს საჭირო თანხები მობილიზებული ხვდებოდა.

"გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართულობით, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ საგრანტო პროგრამაში, გავიმარჯვეთ და კონტრაქტიც გაფორმდება, სადაც დევს გენგეგმის შედგენის დაფინანსებაც. ასე, რომ ახალ მოსულ ხელისუფლებას უკვე ხვდება ფინანსები, რომლითაც შეუძლია გააკეთოს გენგეგმა", - აცხადებდა შოთა მურღულია.

ამავე სტუდიაში ორი კვირის წინ კი ქალაქის ახალმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსულ ახალ გუნდს, გენერალური გეგმისთვის არც ერთი ხელმოწერილი დოკუმენტი არ დახვედრია.

"ჩვენს წინა ხელისუფლებას ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები უკვე გადადგმული ჰქონდა, თუმცა, არც ერთი ხელმოწერილი დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს. მათ აქვთ სერიოზული ნაშრომი, მაგრამ ამას უნდა გაგრძელება. ის თანხები კი გამოჩნდება მაშინ, როცა მემორანდუმს მოვაწერთ ხელს", – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქალაქის ხელისუფლებას ჯერ არც სტრატეგიული გეგმა დაუმტკიცებია, რომელიც გენგეგმის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. ნინო თვალთვაძის თქმით, შესაბამისი დოკუმენტი უკვე განხილულია და დამტკიცებას ელოდება.

სტრატეგიული განვითარების გეგმა მერის მრჩევლებმა ჯერ კიდევ 2016 წელს შეიმუშავეს. მისი დამტკიცება კი იმავე წლის შემოდგომაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, მათი თქმით, მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო მერია მის დამტკიცებაზე უარს ამბობდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერის მრჩევლების პროექტი 5 თვეა დამტკიცებას ელოდება

ქუთაისის მერის მრჩევლების პროექტი - ქალაქი 9 ზონად იყოფა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.