ახალი ამბები
"უსაფრთხოება არ იყო დაცული" - მშენებლობაზე დაღუპულის ოჯახი
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის  გამზირზე  მდებარე კორპუსის მშენებლობის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის ოჯახი ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს. გარაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ობიექტს არ ჰქონდა დამცავი ბადეები, თავად დასაქმებულები კი ჩაფხუტების გარეშე მუშაობდნენ.

,,უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვლა ამ ობიექტის მშენებლობაზე. ჩემი ძმა ამბობდა, რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული. არ გაბედონ და ჩემს ძმას არაფერი დააბრალონ. ჯერ არაფერს ვითხოვ იმის გარდა, რომ აწი მაინც გაამკაცრონ უსაფრთხოების ნორმები. თუ მაინც მუშებს დააბრალებენ, მერე მივმართავ შესაბამის უწყებებს", - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ გოგა ფხაკაძემ.

ოჯახის ინფორმაციით, ობიექტზე ბაგირი გაწყდა და მუშები მეათე სართულიდან ჩამოვარდნენ.

27 დეკემბერს, მრავლსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც კომპანია "იბერიის ვარსკვლავი" აშენებს, ორი მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმითაც, უბედური შემთხვევა ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანება, და გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა მძიმე შედეგი.

ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთი წლის ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით ან უამისოდ.


ამავე თემაზე: 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.