ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულდბათა გაერთიანების მმართველად კობა
ფხაკაძე დაინიშნა.
ფხაკაძემ პოსტზე ნინო უჩაძე შეცვალა, რომელიც, მმართველის მრჩევლის
პოზიციაზე გადაიყვანეს.
ახალი ხელმძღვანელი დღეს ააიპის სპორტსკოლების დირექტორებისა და
ადმინისტრაციის თანამშრომლებს უკვე შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები
გააცნო.
კობა ფხაკაძე მოკრივე, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი, საქართველოს
მრავალგზის ჩემპიონია.
ააიპში ცვლილება რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა.
უკვე ცნობილია, რომ სპორტულ ააიპს მალე ქუთაისის მერიის
სპორტული განყოფილება შეუერთდება.
მასალის გამოყენების პირობები