ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, მშენებარე მრავალსართულიანი
საცხოვრებელი კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა და ორივე ადგილზე
გარდაიცვალა.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას კომპანია "იბერიის ვარსკვლავი"
ახორციელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის
სამართლის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების
წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას,
რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას,
რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე
შედეგი.
ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით
ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე ან უამისოდ.
მასალის გამოყენების პირობები