"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ქუთაისის საკრებულოს
სხდომის დღის წესრიგიდან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები
ამოღებას ითხოვს.
"როგორც ვიცი, კომისიებს არ განუხილავთ ეს საკითხი და ვითხოვ,
მოიხსნას დღის წესრიგიდან და გადავდოთ მისი განხილვა," - განაცხადა
სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ.
საკრებულოში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხზე კენჭისყრაზე
მონაწილეობაზე უარი განაცხადა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა
დავით გოგისვანიძემ.
"რეორგანიზაციასთან დაკავშირებით არ ვღებულობ არანაირ მონაწილეობას,"
- განმარტა გოგისვანიძემ.
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც
დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი უნდა განიხილონ.
თვითმმართველობაში რეორგანიზაცია კი რიგით მეოცე საკითხად არის
ჩასმული.
მასალის გამოყენების პირობები