ქუთაისში, ახალი წლის ღამეს საქალაქო ტრანსპორტი 01:00 საათამდე
იმუშავებს.
მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს ქალაქში მოძრავი ყველა
სატრანსპორტო ხაზი შეუფერხებლად იმოძრავებს.
" 31 დეკემბერს, რადგან ცენტრალურ მოედანზე კონცერტია დაგეგმილი,
რომელიც დაახლოებით 12:00 საათზე დასრულდება ამიტომ კიდევ გადაწყდა,
რომ ტრანსპორტი უფრო ხანგრძლივი დროით მოემსახუროს მგზავრებს.
ვფიქრობთ, რომ 01:00-მდე ყველა ხაზი იმოძრავებს", -
განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
რაც შეეხება, ახალი წლის დღეებს, ქუთაისი მერიის ინფორმაციით
ტრანსპორტი პირევლ და ორ იანვარსაც გახანგრძლივებული დროით,
სრული დატვირთვით იმოძრავებენ.
მასალის გამოყენების პირობები