ქუთაისის მერია ქალაქში არსებული შადრევნების და ე.წ. სოკო
ნიჟარების ერთწლიან მოვლაზე ტენდერს აცხადებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ექვსი შადრევნის და სასმელი
ნიჟარის მოვლა-პატრონობაზე 13 დეკემბერეს 109 258 ლარის ღირებულების
სახელმწიფო შესყიდვა (SPA170016027) გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის
31 დეკემბრის ჩათვლით ქალაქის ცენტრალურ და ნინოშვილის ბაღში არსებული
შადრევნების და სოკო ნიჟარების გაწმენდა, აუზების იატაკის, კედლების
და პარაპეტის გარეცხვა "კერხერით" ან მსგავსი ხელსაწყოთი და
სპეციალური სარეცხი საშუალებებით ძრავების შემოწმება და მეთვალყურეობა
უნდა უზრუნველოყოს.
ტრენდერში განაცხადების მიღება 22 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრეს
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები