ქუთაისში მცხოვრები იუზა ხურცილავა პოლიციის თანამშრომლებს კერძო
საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებს და მიყენებული ზარალის
ანაზღაურებას ითხოვს.
მისი თქმით, სამი დღის წინ, საქართველოს საზღვარი სარფის საბაჟოზე
საკუთარი ავტომობილით გადმოკვეთა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა
მისი ავტომობილის ჩხრეკა მოითხოვეს. ჩხრეკის პროცესში პოლიციელებმა
ამოიღეს მანქანის სავარძლები, ელექტროგაყვანილობა და დააზიანეს
ავტომობილი.
"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გავჩხრიკოთო. დაშალეს
მანაქანა და დატოვეს ასე. ახალ წლამდე უნდა გამეყიდა და ახლა რა ვქნა?
მოვითხოვ, როგორც დაშალეს, ისე ააწყონ",-ამბობს იუზა
ხურცილავა. მისივე თქმით, ავტომობილი ე.წ. სკანერზე მხოლოდ ამის
შემდეგ გადაიყვანეს, თუმცა, მანქანაში საეჭვო ვერაფერი იპოვეს.
პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" რეგიონალური ხელმძღვანელი, თემურ
ცამციშვილი, რომელმაც მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა,
აცხადებს, რომ პოლიცია მოქალაქის საკუთრების უფლებას არ იცავს.
"ნაცვალდ იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ კერძო
საკუთრებას, პირიქით, დაუზიანეს ადამიანს მანქანა და დატოვეს ისე.
როგორი ინფორმაციაც არ უნდა ჰქონოდათ, ეს არ ამართლებს მათ საქციელს",
- ამბობს თემურ ცამციშვილი.
იუზა ხურცილავას ევროპის ქვეყნებიდან ავტომობილები, მათი რეალიზაციის
მიზნით, რეგულარულად შემოჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები