შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა, 1986 წელს დაბადებული გ.ა. საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით, და 2 საბრძოლო
ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს
სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები