ახალი ამბები
"როგორც ჩანს ანთებული დარჩათ გაზი - "სოკარ ჯორჯია" ქუთაისში გარდაცვლილებზე
FaceBook
კომპანია "სოკარ ჯორჯია  გაზის" წარმომადგენლები ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებიან.

კომპანიის იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი, დავით ჯაიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გაზის გაჟონვა აქ არაფერ შუაში არ არის და სამწუხარო ფაქტი მის არასწორ მოხმარებას უკავშირდება.

"საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები გაზქურით თბებოდნენ, რაც არაფრით შეიძლება. მე-19 საუკუნე ხომ არ არის რომ გაზქურაზე გავთბეთ? მე როგორც ვიცი სხვა გამაცხელებელი იქ არ ჰქონდათ. როგორც ჩანს ანთებული დარჩათ, ეს არის გაზის არასწორად მოხმარების წესი", - ამბობს "სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი, დავით ჯაიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. გამოძიება კი სისხლის სამართლის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ამავე თემაზე:


ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.