იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ,
ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობებიდან წარმატებული სპორტსმენები
დააჯილდოვა.
იმერეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბითმ სპორტსმენები სიმბოლური
საჩუქრებით დაჯილდოვდნენ:
ჭიათურა - ლაშა გაგნიძე, კრივი, კადეტებში,
მოსწავლეთა, ევროპის ვერცხლის პრიზიორი.
წყალტუბო - ჯული ჩირგაძე, ხელბურთი, საქართველოს
ნაკრების წევრი.
ქუთაისი - შოთა მიშველიძე, ძალოსნობა, მსოფლიო
ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
საქართველოს რეკორდმსმენი დიდებში და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში
- კონსტანტინე ჯანაშია, უძლიერეს მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის
ვერცხლის პრიზიორი, მოყვარულებში მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი.
სამტრედია - უშანგი მარგიანი, ძიუდო, მსოფლიო
ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
ვანი - თამთა ღვინიანიძე, მძლეოსნობა, საქართველოს
ჩემპიონი ახალგაზრდებში, საქართველოს ნაკრების წევრი.
ხონი - ოთარ გუგავა, თავისუფალი ჭიდაობა, ევროპის
თასის მფლობელი.
ხარაგაული - ზაურ ბერაძე, თავისუფალი ჭიდაობა,
ახალგაზრდებში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და საქართველოს
ჩემპიონი.
ბაღდათი - ლადო მაღლაკელიძე, ჭადრაკი, საქართველოს
ჩემპიონი მოსწავლეთა შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის
მონაწილე.
ტყიბული - ილია სულამანიძე, ძიუდო - საქართველოს
ჩემპიონი კადეტებში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი და გუნდურში ევროპის
პრიზიორი. ასევე, საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.
თერჯოლა - ლერი ჯიხვაშვილი, სამბო, საქართველოს
ჩემპიონი ახალგაზრდებსა და კადეტებში.
ზესტაფონი - ალექსი სვიანაძე, ძიუდო - კადეტებში
ევროპის თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი.
ღონისძება არტ - გალერეაში გაიმართა, სადაც ცნობილი მხატვრების
გამოფენა მოეწყო და სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები იყო
წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები