ვანის მერიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მუნიციპალიტეტი ახალ წელს
29 დეკემბერს იზეიმებს, ტყუილს უწოდებენ.
ვანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ქუთაისიპოსტს
უთხრეს, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია.
"29-ში რაც ჩატარდება არის წინასაახალწლოდ დაგეგმილი ერთ-ერთი
ღონისძიება. ოღონდ უფრო გრანდიოზული, ვიდრე 25 დეკემბერსა და 27-ში
გვექნება", - ამბობს ვანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა ნამიჭეიშვილი.
ის ამბობს, რომ 31 დეკემბერს, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან,
თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება.
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ვანსა და იმერეთის სხვა რეგიონში ნახეთ
ვრცელი მასალა ქუთაისიპოსტზე.
მასალის გამოყენების პირობები