2018 წლისთვის მასწავლებლებისთვის დანამატის მომატება იგეგემება.
ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა
პარლამენტში დღეს
გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, დეპუტატების
წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საუბარია იმ პედაგოგებზე, რომლებიც სტატუსის გასაუმჯობესებლად
კრედიქტულებს აგროვებენ. კონკრეტულად დანამატების ზრდა შესაძლოა
მოხდეს წამყვანის და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებზე.
მისი თქმით, 2018 წელს დაგეგმილია წამყვანი და მენტორის სტატუსის
მქონე პედაგოგებისთვის დანამატების გაზრდა. მინისტრის თქმით,
მასწავლებლის მოტივაციის გასაზრდელად განათლების სისტემაში ყველა
პირობა შეიქმნება.
"უწყვეტ რეჟიმში და კომპლექსურად განხორციელდება პედაგოგთა
კვალიფიკაციის მონიტორინგი. დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების
მექანიზმები, რომელთა მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო
დაფასება“, - განაცხადა საქართველოს განათლების და მეცნიერების
მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
ამ დროისთვის მასწავლებელთა სტატუსის შესაბამისი დანამატები უფროსი
მასწავლებლის სტატუსის მქონეთათვის 320 ლარი, წამყვანი სპეციალისტის
500, ხოლომენტორისთვის 700 ლარია.
საქართველოში სულ 10 მენტორის სტატუსის მქონე მასწვალებელია, აქედან
ერთ-ერთი
ქუთაისის #33 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი მარინა
ისკაკოვაა.
მასწავლებეთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, რომელიც 2017 წლის
იანვარში დამტკიცდა მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა 25
კრედიტქულა უნდა დააგროვოს. სტატუსის მოპოვებისთვის მასწავლებელი
ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს, ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის
შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის
გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები