ქუთაისში საახალწლოდ ბავშვებს მერია და თეატრები სხვადასხვა
ღონისძიებასა და სპექტაკლს სთავაზობენ:
ქუთაისში 29 დეკემბერი 3 იანვარს - 12:00 საათიდან საბავშვო
ატრაქციონები მოეწყობა მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და
ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
31 დეკემბერს: 12 : 00 საათზე
ქალაქის
ისტორიულ უბანში თოჯინების სახლის წარმოდგენა გაიმართება
ბავშვებისთვის პოპულარული ანიმაციური ფილმებისა და ზღაპრების გმირების
მონაწილეობით. ჩატარდება კონკურსები, გამარჯვებულებს თოვლის ბაბუა
გადასცემს საჩუქრებს და გაუმასპინძლდება გოზინაყით.
15 : 00 საათი - სკეიტბორდისტების საახალწლო საჩვენებელი გამოსვლა -
ცენტრალურ ბაღში.
20: 00 საათი - საახალწლო ზღაპრული ქალაქის გახსნა - საბავშვო ქალაქის
დეკორაციების დაემატება ზღაპრული კოშკები, ზღაპრის გმირები : ფიფქიას
ეტლი, თოვლის ბაბუა. მომზადდება საახალწლო მინი სპექტაკლები,
პანტომიმა-პერფორმანსი, ელექტრონული შადრევნები - მონლპეზირის თაღის
მიმდებარე ტერიტორია.
1,2 და 3 იანვარს
"ნიღბების თეატრი " წარმოადგენს
სპექტაკლს "საშობაო ზღაპარი".
1 იანვარი - 15:00 საათი - ნიღბების თეატრის
წარმოდგენა. საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა ბავშვებისთვის.
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის საახლწლო
წარმოდგენის "საახალწლო ზღაპარი" შემდეგ პატარებს დაურიგდებათ
საჩუქრები - ბალანჩივაძის სახელობის
ოპერისა და ბალეტის
პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
02 იანვარი - 13:00 საათი - ნიღბების თეატრის
წარმოდგენა.საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა ბავშვებისთვის.
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის საახლწლო
წარმოდგენის "საახალწლო ზღაპარი" შემდეგ პატარებს დაურიგდებათ
საჩუქრები. მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
სახელმწიფო თეატრი.
03 იანვარი - 16:00 საათი - საახალწლო საჩვენებელი
წარმოდგენა
ყინულის მოედანზე, სადაც სოციალურად
დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის საახალწლო
წარმოდგენის შემდეგ პატარებს დაურიგდებათ საჩუქრები.
8 იანვარი - 16:00 სთ - ქუთაისის ოპერის თეატრი,
"ახალგაზრდული ცენტრის" სპექტაკლი "შობის ამბავი" მომღერალ ნუკრი
კაპანაძის მონაწილეობით.
თოჯინების თეატრი, საახალწლოდ, მიმდინარე
რეპერტუარიდან წარმოდგენს სპექტაკლებს.
" სპექტაკლები ყოველ დღე იქნება მიმდინარე რეპერტუარიდან, უბრალოდ
დაემატება თოვლის ბაბუა და ზღაპრის პერსონაჟები, რომლებიც ბავშვებს
ფოიეში შეხვდებიან და გაართობენ", - აღნიშნავს თოჯინების თეატრის
სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.
ბავშვებსა და მოზარდებს სპექტაკლებს შესთავაზებს
მესხიშვილის
თეატრიც.
წარმოდგენილი იქნება "სათაგური" და "ინდაური ინდიკოს საახალწლო
თავგადასავალი".
მასალის გამოყენების პირობები