ნუ მოჭრი, შეუნარჩუნე წიწვოვანი საფარი შენს მომავალს.
ამ სახელწოდების
კამპანია დაიწყო გარემოს ზედამხედველობის
დეპარტამენტმა, რომელიც წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ
მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციისკენა მიმართულია.
"გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხეების უკანონოდ
მოპოვების და რეალიზების ფაქტების გამოვლენის მიზნით გააძლიერებს
კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი
ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი
რეალიზაციის ფაქტების გამოსავლენად. უარი თქვით წიწვოვნების უკანონო
მოპოვებასა და რეალიზაციაზე. რათა, სადღესასწაულო პერიოდში, თავიდან
ავიცილოთ უსიამოვნო შემთხვევები ჯარიმის ან სხვა სანქციის სახით", -
ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის
დეპარტამენტის განცხადებაში.
ყოველ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის
ზომები. ასევე 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს გარემოს ზედამხედველობის
ცხელი ხაზი 153. სადაც მსგავს კანონდარღვევაზე გარემოს
ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმირება არის შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები