ქუთაისის მერიამ საკრებულოსა და მერიის სამსახურეობრივი
ავტომანქანებისთვის საწვავის შესაძენად 4 650 ლარის ღირებულების
ტენდერი (
SPA170016195) გამოაცხადა.
წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 დეკემბერს იწყება და 26
დეკემბრამდე გასტანს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "მიმწოდებელი" ვალდებულია
უზრუნველყოს ქუთაისის საკრებულოსა და მერიის სამსახურეობრივი
ავტომანქანების ბუნებრივი დაწნეხილი აირით (3000 კუბ.მ) ეტაპობრივად,
ტალონური სისტემით უზრუნველყოს, "შემსყიდველი"-ს მოთხოვნისთანავე,
ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში.
ტენდერში მონაწილე პრედენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე დაწნეხილი
აირის ავტოგასამართი სადგურების ქსელი უნდა გააჩნდეს. ამათგან
საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალიდან (ტრასის №ს-1) არაუმეტეს 100
მეტრის დაშორებით უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი დაწნეხილი აირის
ავტოგასამართი სადგური. გარდა ამისა, ქვეყნის დიდ ქალაქებში (თბილისი,
ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი) აუცილებლად უნდა გააჩნდეს მინიმუმ
ერთი ავტოგასამართი სადგური.
მასალის გამოყენების პირობები