ქუთაისელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზვიად პატარიძე მსოფლიო
საკლუბო თასის გამარჯვებული გახდა.
ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ირანში გამართული მსოფლიო საკლუბო თასის გათამაშება ბერძნულ-რომაულ
ჭიდაობაში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ირანული კლუბები დაუპირისპირდნენ.
"ბიმეჰ რაზიმ", რომლის შემადგენლობაში ზვიად პატარიძე ასპარეზობდა 8-2
დაამარცხა "სზინა სზანატი".
ქუთაისელი ფალავანი, რომელიც მძიმე წონაში ასპარეზობს, ზედიზედ მეორე
გახდა მსოფლიოს თასის გამარჯვებული. მან გასულ წელს "სზინა სზანატის"
შემადგენლობაში გაიმარჯვა.
ზვიად პატარიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია.
მათ შორის 2 გზის ჭაბუკებში და 3 გზის ახალგაზრდებში.
მასალის გამოყენების პირობები